„ქართულმა ოცნებამ“ საბურთალოს რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი დავით სერგეენკო წარადგინა. ღონისძიებას პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. როგორც გამოსვლისას პრემიერ მინისტრმა განაცხადა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდეს და ყველაზე დიდ ოცნებას - ევროკავშირის წევრობას მიაღწიოს, რომელზეც განაცხადს 2024 წელს გააკეთებს.
საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა და ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ კი ამომრჩევლებს მოუწოდა 31 ოქტომბერს მაქსიმალურად ყველამ დააფიქსიროს მოქალაქეობრივი პოზიცია.