„ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ არჩევნებში, მთაწმინდაზე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე წარადგინა. ოფიციალურ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი და მთავრობის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ლადო კახაძემ თავისი სამოქალაქო აქტივობით დაამტკიცა, რომ ის არის ყოველთვის ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე, მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური სპეკულაციისა. იგი დარწმუნებულია, რომ ლადო კახაძე აუცილებლად მოიპოვებს მთამწინდელების ნდობას. თავად ლადო კახაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ერთად დგომით არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.