პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია გახსნა და საქართველოს მასშტაბით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ოფიციალურად დაასახელა.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: საბურთალო - დავით სერგეენკო; ვაკე - ნოდარ ტურძელაძე, გლდანი - ლევან კობიაშვილი, სამგორი - სოზარ სუბარი, მთაწმინდა-კრწანისი - ბექა ოდიშარია, ისანი - კახი კახიშვილი, ნაძალადევი - მიხელ ყაველაშვილი, დიდუბე - ჩუღურეთი - გიორგი ვოლსკი.
რეგიონების მაჟორიტარი კანდიდატები:
ზუგდიდი - ირაკლი ჩიქოვანი, სენაკის, ხობისა და ფოთის ოლქი - ირაკლი ხახუბია, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს ოლქი - ალექსანდრე მოწერელია, რუსთავი - ნინო ლაცაბიძე, მარნეული და გარდაბანი - ზაურ დარგალი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები - გოგი მეშველიანი, ქუთაისი - ზაზა ლომინაძე, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა დახონის მუნიციპალიტეტები -გივი ჭიჭინაძე, საჩხერე-ჭიათურა - პაატა კვიჟინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის ოლქი - ბეჟან წაქაძე, გორისა და კასპის ოლქი - გიორგი ხოჯევანიშვილი, ხაშურისა და ქარელის ოლქი - ზაზა დუგლაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის საარჩევნო ოლქი - გოჩა ენუქიძე, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის ოლქი - ანტონ ობოლაშვილი.
კანდიდატების წარდგენას წინ უძღოდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ სია 19 ივლისს დაამტკიცა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.