„ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერა.
ხელმოწერილ დოკუმენტს „ქართული ოცნება“ ავრცელებს, რომელსაც ხელი „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მოაწერეს.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონმა საქართველოდან გამგზავრებამდე გამოაქვეყნა წინადადება, რომელიც მან საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.