მმართველმა გუნდმა კახელებს მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინა. როგორც ოფიციალურ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, მმართველი პარტია ქადაგიშვილის გამარჯვებაში დარწმუნებულია. მისი თქმით, ის აღმშენებლობა, რომელიც კახეთში მიმდინარეობს, უნდა გაგრძელდეს. მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა თელავში ერეკლეს სასახლის შიდა ეზოში გაიმართა და მას პრემიერთან ერთად თბილისის მერი კახა კალაძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდნენ.