„ქართულმა ოცნებამ“ დღეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.
როგორც პარტიის ოფისში გამართული სხდომის შემდეგ დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა, დაიწყო კონსულტაციები როგორც მერობის ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით, როგორც დედაქალაქში ასევე რეგ იონებში.
სოზარ სუბარის თქმით, თვითმმართველობის კოდექსში სერიოზული ცვლილებები შედის და შესაბამისად, მომზადებას მეტი დრო სჭირდება.
დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა კი დედაქალაქის მერობის კანდიდატზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ მმართველი გუნდის კანდიდატი კვლავ კახა კალაძე იქნება ის აუცილებლად გაიმარჯვებს რადგან უალტერნატივოა.