„ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ ისნის მოსახლეობას მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი წარუდგინა.
კანდიდატის წარდგენას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და „ქართული ოცნების“ გენერალრი მდივანი კახა კალაძეც დაესწრნენ. როგორც გახარიამ კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ არნახულად დიდი მხარდაჭერა აქვს. მისივე თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქე ხედავს, რომ პარტიამ ის აღმშენებლობის კურსი და რეფორმების განხორციელება უნდა გააგრძელონ, რომელიც დაწყებული აქვს.