ქართულმა მხარემ კომისიის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა - აცხადებს პარლამენტის ვიცესპიკერი რომელიც ვენეციის კომისიის სხდომაზე დასასწრებად გაემგზავრა. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ის ცვლილებები, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უყრის კენჭს, ვენეციის კომისიის დასკვნასთან შესაბამისობაშია იქნება. მან იმ ტექნიკურ ხარვეზებზეც ისაუბრა, რომელიც ვენეციის კომისიასთან მოლაპარაკებების დროს წარმოიშვა. მისი თქმით, იყო თარგმანთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა კომისიის ფარგლებში ყველა ამ დეტალს განიხილავენ. ვენეციის კომისიის სხდომა 16 ივნისს გაიმართება.