ქართულმა ჯგუფმა The Bearfox ახალი ქართულენოვანი კომპოზიცია, სახელწოდებით „ვინ შემიფარებს“ და მასზე შექმნილი ჯგუფის პირველი ანიმაციური ვიდეო გაავრცელა. როგორც ბენდი იუწყება, სიმღერა მათ მომავალ სტუდიურ ალბომში შევა, რომელიც 16 დეკემბერს გამოვა.