12 დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო კონკურსში „საკურა“ უმაღლესი ჯილდოები - ერთი „ორმაგი ოქრო“, ექვსი - ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალი დაიმსახურა. „საკურას“ საერთაშორისო კონკურსი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეოთხედ ჩატარდა. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში დასაქმებული ქალი - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.