ქართული წარმოების ზეთისხილის საპონი სულ მალე „აგროჰაბში“ გამოჩნდება. ამ ეტაპზე კი პროდუქტი კომპანიის საწყობში და „ჯორჯიანსპაში“ იყიდება. საუბარია „ჯეოლაივის“ მიერ წარმოებულ საპონზე, რომელიც „ქიზიყის“ ბრენდით იყიდება.
როგორც პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის დირექტორმა განაცხადა, მათი წარმოებული პროდუქტი უკვე მომავალი წლიდან სავაჭრო ქსელ „კარფურშიც“ გაიყიდება. რაც შეეხება პროდუქტის ექსპორტს, პირველ ეტაპზე 2020-2021 წლებში ქართული ზეთისხილის საპონი დუბაიში, ჩინეთში, შემდეგ კი რუსეთში, ბელარუსში, ჰოლანდიასა და შეერთებულ შტატებშიც გავა.
შეგახსენებთ, რომ „ჯეოლაივი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ზეთისხილის კულტურა შემოიტანა. კომპანიას ზეთისხილის პლანტაციები დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში 300 ჰექტარზე აქვს გაშენებული. ცნობისთვის, ამ დროისთვის კომპანია ზეთის ხილს, ზეითუნის ზეთსა და საპონს აწარმოებს.