ქართული ვაზი შესაძლოა მარსზე გაშენდეს. საქართველოს კოსმოსურ პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ეზოში, სადაც პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობები განიხილეს. მარსზე ვაზის კულტურის გენერირების პროექტის განსახორციელებლად შექმნილია საინიციატივო ჯგუფი, რომელიც შემდეგი შემადგენლობისაა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, კომპანია Microsoft და კომპანია SpaceFarms-ის მომავლის სათბურის წარმომადგენლები.
პროექტის IX მინელიუმის სახელწოდების შექმნაში მონაწილეობა მიიღო, ქართულ ბაზარზე წამყვანმა კრეატიულმა სააგენტომ, Windfor 's-მა. სასტუმრო „სტამბაში“ მიმდინარეობს რეგიონში პირველი ურბანული ვერტიკალური სათბური-ლაბორატორიის შექმნა, რომლის ოპერირებასაც Spacefarms განახორციელებს. მარსის კოლონიზაციის ფარგლებში NASA-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად BTU-ს ბაზაზე კომპანია HP Inc-მა შექმნა კვლევითი ლაბორატორია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება აღნიშნულ პროექტზე მომუშავე ექსპერტებისთვის.