საპარტნიორო ფონდმა გორის რაიონ სოფელ დიცში "სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებული პროექტის - "ვაშლის ჩიფსების" პრეზენტაცია გამართა. დიცის საწარმოში წარმოებული პროდუქცია მალე ექსპორტზე ჩინეთში გავა. საწარმოს შექმნის იდეისა და შრობის ინოვაციური ტექნოლოგიის ავტორები აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები არიან. პროექტი გულისხმობს ინოვაციური შრობის ტექნოლოგიით ვაშლის ჩიფსების წარმოებას, რომელიც სტანდარტული ჩიფსების ჯანსაღი და გემრიელი ალტერნატივაა.პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 100 000 ლარს, საიდანაც “სტარტაპ საქართველოს” დაფინანსება 90 000 ლარია. ამ ეტაპზე საწარმოში დასაქმებულია 11 ადამიანი, უმეტესად სოფლის ადგილობრივი მცხოვრებლები.