12:21
22 იანვარი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ქართული თხილი ძირითადად რუსეთში გადის - რა მიზეზის გამო აღარ იყიდება ევროკავშირის ბაზარზე?
10-01-2019

მიმდინარე სეზონზე ქართული თხილის ექსპორტის მოცულობა საკმაოდ არასახარბიელოა და ამის მთავარი მიზეზი მისი დაბალი ხარისხია. ამის შესახებ East fruiT-თან საუბრისას „საქართევლოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ქარდავამ განაცხადა. მისივე  თქმით, ქართული თხილის პრობლემების გამო, თხილი თითქმის აღარ იყიდება ევროკავშირის ბაზარზე და ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის ნოემბერში თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 4 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენელი თითქმის ორჯერ მეტი - 9 მილიონ 200 ათასი დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში პროდუქტის საექსპორტო ღირებულება სტაბილურია და 1 კილოგრამი თხილის ფასი 5 დოლარსა და 50 ცენტს შეადგენს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები