ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქართული საზოგადოების დაკვეთაა, რომ ქვეყანაში სრული ლოკდაუნი არ გამოცხადდეს. როგორც ცერცვაძე განმარტავს, ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლის არა იოლი, არამედ რთული გზა არჩია, ვინაიდან სრული ლოკდაუნი მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის და ეკონომიკის რეცესიას იწვევს. ამასთან, როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, მუშაობენ, რომ ჯანდაცვაში არსებული ხარვეზები აღმოფხვრან.