თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა IDEX 2019 ის ფარგლებში „დელტას“ წარმომადგენლობა განას რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ დელეგაციას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განას რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქართული წარმოების სამხედრო დანიშნულების პროდუქციას გაეცნო და სამომავლო თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა. კომპანია დელტას ინფორმაციით, დელეგაცია მათ შორის გაეცნო: გამოფენაზე ფართო მასებისთვის პირველად წარმოდგენილ ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარის“ ახალი 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდულს, ასევე სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკს“, ასევე ჯავშანჟილეტებისა და ჩაფხუტების სხვადასხვა მოდელებს.