"ქართული ოცნების" წევრის, დიმიტრი სამხარაძის გინება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და შეურაცხმყოფელი ფრაზები აქციის მონაწილეების მისამართით - "ქართული ოცნების" წევრების თქმით, საფუძველი იმისა, რომ დიმიტრი სამხარაძეს დეპუტატის მანდატი მოეხსნას, არ არსებობს, რადგან მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.
ოპოზიცია კი მიიჩნევს რომ სამხარაძის ლექსიკა "ქართული ოცნების" პოლიტიკის შესაბამისია, ამიტომ იმის ილუზია არ უნდა გაჩნდეს, რომ მას ვინმე პასუხს მოსთხოვს.