პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან საზოგადოების ნაწილი სხვადასხვა მოთხოვნით აქციას მართავს. აქციის მონაწილეების ნაწილი სასამართლოს სისტემაში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებს. გამოტანილი აქვთ პლაკატები, სადაც აღნიშნულია, რომ "კანონით შეიფუთა უსამართლობა".
მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან ასევე შეკრებილები არიან შპს "საქართველოს" მიერ დაზარალებული მეანაბრეები. ისინი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და თავიანი ანაბრების დაბრუნებას ითხოვენ. პარტიის ოფისთან ასევე იმყოფებიან "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები, რომლებიც დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.