"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა 11 საათზე დაიწყო. მმართველი გუნდის წევრის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილავენ მიმდინარე პოლიტიკურ თემებს, მათ შორის ევროპარლამენტში გამართულ დებატებს და თვითმმართველობის მომავალ არჩევნებს.