ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება - Palitra News

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

2021-03-10 10:58:40+04:00

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება. პარტიაში უკვე იკრიბებიან პარტიის ლიდერები. არსებული ინფორმაციით, სხდომაზე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ.