პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა დღესაც გაიმართება. შეხვედრას სავარაუდოდ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
მმართველი გუნდის წევრების თქმით, დეპუტატებთან კონსულტაციების მიზანია, ისინი პროპორციული სისტემის მხარდაჭერის მიზანშეწონილობაში დაარწმუნონ. პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრა დღეისთვის ჩაინიშნა.
კანონპროექტის განხილვა უკვე 2 დღეა დებატებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, ამასთან კენჭისყრა უკვე ორჯერ გადაიდო.