"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა დღესაც გაიმართა. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. უმრავლესობის სხდომას პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძეც ესწრებოდა.
სხდომაზე უმრავლესობა საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე საკონსტიტუციო კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობდა.
შეგახსენებთ, კანონპროექტის კენჭისყრა გუშინ უნდა მომხდარიყო, თუმცა დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ ცვლილება კენჭისყრაზე დღეს დადგებოდა. ამის შემდეგ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ინდივიდუალური შეხვედრები გამართა იმ მაჟორიტარ დეპუტატებთან, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ირაკლი შიოლაშვილს და დიმიტრი ხუნდაძეს.