"ქართული ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილი პარტიის ახალ თავმჯდომარედ ოფიციალურად და ერთხმაად აირჩია. ამ პოსტზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მოქმედი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა. მმართველი პარტიის რიგით მეხუთე ყრილობაზე ასევე აირჩიეს განახლებული პოლიტსაბჭოც რომელსაც 15 წევრი ჰყავს. განახლებული შემადგენლობაში შედიან:„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, ასევე მთავრობის წევრები – მაია ცქიტიშვილი და სოზარ სუბარი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე. „გადავდივართ ახალ პოლიტიკურ ეტაპზე“ - განაცხადეს ქართული ოცნების ყრილობაზე.