ქართული ოცნების სათაო ოფისში რეგიონების მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრები მთელ დღეს მიმდინარეობდა. პარტიის ლიდერები დახურულ კარს მიღმა იმ სტრატეგიაზე მსჯელობდნენ, რომლითაც არჩევნების მეორე ტურში უნდა მიიღონ მონაწილეობა. უკვე ცნობილია რომ ქართული ოცნება ზურაბიშვილის მხარდასაჭერად მთელი პარტიული რესურსის მობილიზებას მოახდენს . აღნიშულთან დაკავშირებით რეგიონების მაჟორიტარ დეპუტატები მითითებებს იღებდნენ. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა და მასპრალამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერიც ესწრებოდნენ.