"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრებს ცენტრალურ ოფისში შესვლა საყვირების ფონზე მოუხდათ. "ქართული ოცნების" ოფისთან "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულები აქციას მართავენ. აქციის მონაწილებს ადგილზე ტრანსფარანტები აქვთ მოტანილი. შეკრებილები მთავრობისგან ზარალის სრულ ანაზღაურებასა და ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები ასევე კახი კალაძესთან შეხვედრას და ამ საკითხთან დაკავშირებით მისი პოზიციის მოსმენასც ითხოვენ. დაზარალებულები აცხადებენ, რომ მათ საკრებულომ ოჯახზე ერთჯერადად 3 000 ლარის ოდენობით დახმარება მისცა, თუმცა ზარალთან შედარებით ეს მიზერული თანხაა და ის ბანკის პროცენტების დაფარვისთვისაც არ ეყოთ."ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის ვინაობა დღეს 20:00 საათზე გახდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდიდან თბილისის მერობისთვის ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იბრძოლებს.