"ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქციაზე შეხლა შემოხლა მოხდა. აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ ოფისის პიკეტირებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც დაპირისპირება დაიწყო. სამართლდამცველებმა კი კორდონი გააკეთეს, რომლითაც ცენტრალურ ოფისთან მისასვლელი საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები პოლიციას კორდონის გახსნისკენ მოუწოდებდნენ. ევროპული საქართველოს წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, აქციის მონაწილეებს პარტიის ოფისში შესასვლელთან სამართალდამცველები ბიძინა ივანიშვილის კომფორტის გამო არ უშვებდნენ.