"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, სადაც პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობდა აქცია "სირცხვილიას" წარმომადგენლები მივიდნენ.
აქციის მონაწილეები არსებულ ინფორმაციას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე შესაძლოა, გიორგი გახარიადაინიშნოს.
როგორც "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი გახარია მთავრობის მეთაურის თანამდებობას დაიკავებს, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს.
შეგახსენებთ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა 9 საათზე დაიწყო.