პოლიციამ „ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს" 3 წევრი დააკავა. პოლიცია აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა, სწორედ ამის გამო დაიწყო პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება, რაც აქციის 3 მონაწილის დაკავებით დასრულდა.„სრულიად უკანონოდ დააკავეს მოძრაობა „შეცვალეს" 3 წევრი. მათ შორის ნიკა ფარულავა, ბექა პაპაშვილი და ოთარ შენგელია. მათ პოლიციელებმა უკანონოდ აღუკვეთეს გამოხატვის თავისუფლება და ჩვენი მოძრაობის წევრების უკანონო დაკავება არავის არ შერჩება. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ შევცვლით ამ პრობლემას, რაც არის „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი",-განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს" წევრმა, ტიტე გედენიძემ.შეგახსენებთ, მოძრაობა „შეცვალეს" წევრები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავენ.აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ბიძინა ივანიშვილს ყველგან მიაკითხავენ, სადაც იქნება და დისკომფორტს შეუქმნიან.ისინი სკანდირებდნენ: „მონებო" და „შეცვალე".