"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
სხდომაზე მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის ინიციატივას განიხილავენ, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.
შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატებმა.
სრულად მაჟორიტარული სისტემა გაუმართლებლად და უპერსპექტივოდ მიაჩნია მაჟორიტარ დეპუტატს სიმონ ნოზაძეს. დეპუტატი ვარაუდობს, რომ პარტიის თავმჯდომარე ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.
საკანონმდებლო ინიციატივას საინტერესოდ აფასებს კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ხაბარელი, თუმცა, ამბობს, რომ მისი მხარდაჭერის მოსაპოვებლად კიდევ უფრო მეტი არგუმენტის წარმოდგენაა საჭირო.