„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას პარტიის სხვა თანამდებობის პირები და მმართველი პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. როგორც უმრავლესობის წევრებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, სხდომაზე საშემოდგომო სესიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. გარდა ამისა იმსჯელეს მტავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, საუბარი აღნიშნულ თემაზე სამშაბათს პოლიტსაბჭოს ფორმატში გაგრძელდება, თუმცა მანამდე ორშაბათს პრემიერ მინისტრი სამტავრობო ცვლილებებზე გაცილებით მოცულობით განცხადებას გააკეთებს.