"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. არსებული ინფორმაციით, სხდომის დასრულების შემდეგ ოფიციალურად გახდება ცნობილი, თუ რაზე შეთანხმდნენ ბიძინა ივანიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატები გუშინდელ შეხვედრაზე.
მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, საუბარი შეეხება აკაკი ზოიძის ინიციატივასაც, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ქვეყანაში პლებისციტის ჩატარებას გულისხმობს.
სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული და მას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.