"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ხელმძღვანელობდა.
მთავარი საკითხი, რაზეც შეხვედრაზე იმსჯელეს, საკონსტიტუციო ცვლილებები იყო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შეეცადნენ მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგები არიან აღნიშნული გადაწყვეტილების სისწორეში დაერწმუნებინათ, თუმცა როგორც ჩანს ეს არ გამოუვიდათ, რადგან სხდომიდან გამოსულმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტის ჩაგდებისთვის ემზადება.
უმრავლესობის სხდომის შემდეგ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა უკვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.