"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. როგორც ცნობილია, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის საკითხი იყო. უმრავლესობის სხდომას ის დეპუტატებიც ესწრებოდნენ, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატების სიის წინააღმდეგ წავიდნენ.