დღეს საღამოს, „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები 18:00 საათისთვის შეიკრიბებიან. დეპუტატები უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგზე კონკრეტულს არაფერს ამბობენ და მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ საუბარი მიმდინარე მოვლენებს შეეხება.