IRI-ის კვლევის შედეგებს „ქართული ოცნება“ არ ენდობა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საერთაშორისო კვლევის შედეგები არასდროს ასახავს არჩევნების საბოლოო შედეგებს.მათივე განმარტებით, მოსახლეობა არჩევნებზე ყოველთვის ობიექტურ გადაწყვეტილებას იღებს. ოპოზიციაში კი ამბობენ რომ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე ქართული ოცნების მზე ჩაესვენა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ვითარებაა და ამან განაპირობა ინსტიტუციების მიმართ ნდობის შემცირება, რაც კვლევის შედეგებშიც აისახა.ამასთან ოპოზიციის შეფასებით, IRI-ის კვლევის შედეგებით დასტურდება, რომ მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.