„ქართული ოცნების“ მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, კახა კალაძეს გამოკითხულთა 57.9% უჭერს მხარს, ნიკა მელიას - 27.8%, გიორგი გახარიას - 5.3% - Palitra News

„ქართული ოცნების“ მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, კახა კალაძეს გამოკითხულთა 57.9% უჭერს მხარს, ნიკა მელიას - 27.8%, გიორგი გახარიას - 5.3%

2021-09-23 14:05:38+04:00

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2792 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი 3%-ია.