"ქართული ოცნების" ლიდერებმა სამეგრელოში წინასაარჩევნო შეხვედრები მარტვილის მუნიციპალიტეტიდან დაიწყეს - Palitra News

"ქართული ოცნების" ლიდერებმა სამეგრელოში წინასაარჩევნო შეხვედრები მარტვილის მუნიციპალიტეტიდან დაიწყეს

2021-10-21 14:13:04+04:00

"ქართული ოცნების" ლიდერებმა სამეგრელოში წინასაარჩევნო შეხვედრები მარტვილის მუნიციპალიტეტიდან დაიწყეს. სამეგრელოს რეგიონი ერთ-ერთია იმ ოლქებს შორის, სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მარტვილში, მერობის კანდიდატს თორნიკე ჯანაშიას და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელებს ხვდებიან.