21:58
24 ნოემბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ქედაში პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შექმნილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო და ღვინის ქარხანა დაათვალიერეს
30-08-2020

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ქედაში პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შექმნილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო და ღვინის ქარხანა დაათვალიერეს. როგორც ღვინის ქარხნისა და ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, დაბა ქედაში 2014-2016 წლებში უპრეცედენტო ინვესტიციები განხორციელდა. კომპანია KTW-მ ააშენა და გახსნა 2 ახალი ქარხანა - ღვინის ქარხანა აჭარული ღვინის სახლით და ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო ,,ნენა”.
ღვინის ქარხანაში, სადაც სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 1 700 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა დაა 22 ადამიანია დასაქმებული. ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელ საწარმო ,,ნენაში" კი, ასევე „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 1 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა და 20 ადამიანი დასაქმდა. მფლობელის ინფორმაციით, ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა“ პროდუქციის რეალიზებას ადგილობრივ ბაზართან ერთად, ევროპის ქვეყნებშიც ახორციელებს.

AutoPlay
მგონი, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ აუცილებელია შეთანხმება - კახა კალაძე
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პრემიერმა ბიზნესისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან მომავალი წლის მაკროეკონომიკური პარამეტრები და პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის გზები განიხილა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ჩინეთის საგარეო უწყება რომის პაპის მიერ უიღურების შესახებ გაკეთებულ განცხადებას "უსაფუძვლო ბრალდებად" აფასებს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ევროკომისიის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პარიზის პოლიციამ დედაქალაქის შუაგულში მიგრანტების მიერ მოწყობილი დროებითი ბანაკი ძალის გამოყენებით დაშალა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები