თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდში გააკეთა, იყო მავნებლობა და გაუგებარი ღონისძიების გამო ადამიანების საფრთხის ქვეშ დაყენება.
თბილისის მერმა კომენტარი გააკეთა მერიის მიერ ორგანიზებულ ხალხმრავალ ღონისძიებაზეც, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა შედარებისთვის მოიყვანეს. კალაძის თქმით, მერიის ღონისძიებაზე შეკრებილი ყველა ადამიანი გადამზადებულია წითელი ჯვრის მიერ და ყველა არის აჭურვილია შესაბამისი საშუალებებით და იცავენ უსაფრთხოების წესებს. მისივე თქმით, თუ პარტიებს მართლაც კეთილი ზრახვები აქვთ და სურთ მოქალაქეების დახმარება, მაშინ ამ პროდუქციისა თუ ნივთების დარიგებაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებულ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს პირბადეები დაურიგდათ, უსაფრთხოების ზომები და მოქალაქეებს შორის დისტანცია დაცული არ იყო, რის გამოც ორგანიზატორები 15 ათასი ლარით დაჯარიმდნენ.