საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე დაბა მესტიის ლაღამის უბნისა და უშგულის თემის სვანური კოშკების რეაბილიტაციის პროექტს გაეცნენ. „ქართული ოცნების“ ლიდერები პროექტირების სამუშაოების მიმდინარეობით დაინტერესდნენ და აღნიშნული კოშკების რეაბილიტაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.