საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც პარტიის ლიდერები და ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები დაესწრნენ. მთავრობის მეთაურის თქმით, თამარის ეპოქა და შემდეგ საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი, რომელმაც, ბევრ თანამედროვე დასავლურ სახელმწიფოზე ადრე, პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური და საოჯახო უფლებების კუთხით სქესთა თანასწორობა დაადგინა და ქალებს საარჩევნო ხმის უფლება მიანიჭა.