მორიგი დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები ქართულ ოცნებასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. საკითხი ამჯერად საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. გიორგი აბაშიშვილი აცხადებს რომ მმართველი გუნდიდან პრეზიდენტის მიმართ მორიგი არაადეკვატური თავდასხმები ხორციელდება. „საპარლამენტო უმრავლესობა ნერვიულობს რადგან საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავთ“ – ამბობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და აქვე აღნიშნავს რომ ვისაც პრეზიდენტის საზოგადოებასთან შეხვედრები საარჩევნო კამპანია ჰგონია, ეს მისი პრობლემაა. ამ განცხადებას მწვავე კრიტიკითვე გამოეხმაურა მმართველი გუნდი,სადაც აღნიშნეს რომ ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე შიშებზე საუბარი ღიმილის მომგვრელია. დავით მათიკაშვილის შეფაებით, პრეზიდენტი მარგინალურ ფიგურად ჩამოყალიბდა, რომელიც პატივს არ სცემს იმ ღირებულებებს, რომლის გამოც ხალხმა „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა. მმართველ გუნდში ითქვა ისიც, რომ გიორგი მარგველაშვილი თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს.