პარტია "ევროპული საქართველო" თბილისის სპორტის სასახლეში მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავს.დავით ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა. "ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატმა აღნიშნა, რომ მისი განცხადებები აზიანებს ქვეყანას. ბაქრაძის განცხადებით, დღეს ხელისუფლება ცდილობს ორი პოლიტიკური პოლუსი წარმოაჩინოს, სადაც ერთის მხრივ ჭაობი და უიმედობაა, ხოლო მეორეს მხრივ ნერგავს წარსულის დაბრუნების შიშს, რაშიც "ნაციონალურ მოძრაობას" იყენებს. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.