„ქართული ოცნება" მზადაა ოპოზიციასთან დიალოგისთვის. როგორც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა „ქართული ოცნება“
მზადაა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ოპოზიციასთან ერთად დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს ყველაფერი გადაწყდეს ცივილურ ფორმაში. მისივე თქმით ქართველმა ხალხმა 31 ოქტომბერს დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, მილიონამდე ადამიანმა „ქართულ ოცნებას” გამოუცხადა ნდობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით მთავრობას „ქართული ოცნება” დააკომპლექტებს.
კალაძის განცხადებით, ყველა უნდა მიეჩვიოს, რომ ქართველი ხალხის ნება არის უზენაესი და მილიონამდე ადამიანის არჩევანს საპროტესტო აქციებით ვერავინ შეცვლის.