„ქართული ოცნების“ უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. შესაბამისად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საკითხი კენჭისყრისას ჩავარდება და ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობის თემა კვლავ ღიად დარჩება.
როგორცსაპარლამენტო უმრავლეობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დეპუტატებს მმართველი გუნდი საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შესაძლებლობას აძლევს და მათ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ უჭერს.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს აქვს ინფორმაია რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ ამ ნაბიჯის გადადგმას.