ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, პროვოკაციებისგან თავი შეიკავოს. როგორც მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, კასპში, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, პარტიის რამდენიმე აქტივისტთან ერთად „ქართული ოცნების“ შტაბთან მივიდა და მმართველი პარტიის მხარდამჭერების პროვოცირებას შეეცადა.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ აქტივისტებისა და შტაბის წევრების პროვოცირების მიზნით ანალოგიურ ქმედებებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აპირებს.