„ქართული ოცნება“ მზადაა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებული ვერსიაც განიხილოს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს.
ამასთან, "ქართული ოცნება" განმარტავს, რომ "განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, მათი მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და არ დაეთანხმებიან რაიმე შინაარსობრივ დამატებას".
განცხადებაში ასევე საუბარია გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხზე, მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ რურუას გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითია.