საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის თქმით, "ქართული ოცნება" მზად არის შეასრულოს ევროკავშირის მიერ მოცემული რეკომენდაციები, რისი დასტურიც მათ მიერ წარდგენილი გეგმაა. მიქანაძის თქმით, ოპოზიციის კამპანია ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ თავიდან ბოლომე ტყუილია, რადგან რეკომენდაციების შესრულების პროცესში მთავრობაზე მეტად პასუხისმგებლობა პარლამენტზეა.
მიქანაძე ოპონენტებს გააქტიურებისკენ და კომისიებში ჩართვისკენ მოუწოდებს.