პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიას დაიწყებს. ღონისძიება 11:00 საათზე კოჯორში გაიმართება. მანამდე კი 19 ივლისს პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე პოლიტსაბჭომ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა.
ინფორმაციისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.