"ქართული ოცნება" ევროკავშირის მხრიდან დადგენილი 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას იწყებს. დღეს პარლენტში ამ თემასთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. დღესვე ასევე დეპოლარიზაციის საკითხზე ჩანიშნულია უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან.
მმართველი პარტიის მიერ წამოწყებულ პროცესში ოპოზიციონერების ნაწილი მონაწილეობის მიღებას აპირებს, ნაწილი კი არა. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ოპონენტებს მოუწოდებენ სახელმწიფო ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ და რეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობა მიიღონ.